რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთს თავისი ქვედანაყოფები ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან სამხრეთში გადაჰყავს – ბრიტანეთი

Sefa Karacan/Anadolu Agency via Getty Images

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის ქვეითი ჯარი ტაქტიკურ იერიშს აგრძელებს რუსეთის პოზიციებზე სოფელ რობოტინეს აღმოსავლეთით. მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აგრძელებენ ეტაპობრივ ტაქტიკურ წინსვლას რუსული პოზიციების წინააღმდეგ და ამცირებენ რუსეთის ძალებს რეგიონში. 

დაზვერვის შეფასებით, სავარაუდოა, რომ რუსეთმა ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან ჯარები გადაიყვანა სამხრეთით, რათა შეცვალოს გამოფიტული ნაწილები რობოტინეს მახლობლად.

დაზვერვის სამსახური აღნიშნავს, რომ ასეთი გადაჯგუფება ზღუდავს რუსეთის არმიის შესაძლებლობას, საკუთარი შეტევითი ოპერაციები ფრონტის ხაზის სხვა ნაწილებში განახორციელოს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გადანაწილება რუსეთის თავდაცვით ხაზებზე ინტენსიური ზეწოლის ნიშანია, განსაკუთრებით რობოტინეს გარშემო.

კომენტარები