უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მხარს არ დაუჭერს.
"რუსეთის ლიდერი ვერ მიიღებს ტრამპის მხარდაჭერას, რადგან ამერიკელები ამას არ გააკეთებენ". - აღნიშნა ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში.
ზელენსკის თქმით, ის ელის, რომ აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საპრეზიდენტო არჩევნებში მეორედ გამარჯვების შემთხვევაში, კიევის მხარდაჭერას განაგრძობს.