რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი ილონ მასკზე: ნიჭიერი და განსაკუთრებული პიროვნებაა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, 16 ივნისი, 2023.
Alexei Danichev/Photo host Agency RIA Novosti via AP

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ილონ მასკი შეაქო და ის მოიხსენია ნიჭიერ და განსაკუთრებულ პიროვნებად. პუტინმა ილონ მასკის შესახებ კომენტარი აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა. 

"როგორც კერძო ბიზნესმენი ის განსაკუთრებული ადამიანია, ეს უნდა აღინიშნოს... მე ვფიქრობ, ეს ცნობილია მთელი მსოფლიოსთვის. ის არის აქტიური და ნიჭიერი ბიზნესმენი. ბევრ რამეს აკეთებს, განსაკუთრებით ამერიკული სახელმწიფოს დახმარებით" - თქვა ვლადიმირ პუტინმა.

გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილონ მასკის გადაწყვეტილებით Starlink-მა უკრაინულ მხარეს შეუჩერა წვდომა სატელიტურ კომუნიკაციებზე, რათა თავიდან აერიდებინა რუსეთის ხომალდებზე თავდასხმა. ომში ეს ინტერვენცია ილონ მასკმა თავად დაადასტურა. 

კომენტარები