რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საერთაშორისო სასამართლო განიხილავს რუსეთის მტკიცებას უკრაინის მიერ გენოციდის ჩადენის შესახებ

გაეროს საერთაშორისო სასამართლო

18 სექტემბერს რუსეთი და უკრაინა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) წინაშე წარდგებიან საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მოსკოვის მტკიცებას, რომ მისი შეჭრა უკრაინაში აუცილებელი ღონისძიება იყო კიევის მიერ გენოციდის განხორციელების თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კიევის მტკიცებით, რუსეთი ბოროტად იყენებს საერთაშორისო კანონს, როცა ამბობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სავარაუდო გენოციდის თავიდან ასაცილებლად შეჭრა გამართლებული იყო. რუსეთი კი უკრაინას კვლავ გენოციდის ჩადენაში ადანაშაულებს.

რუსეთი ICJ-ის გადაწყვეტილებას უკრაინაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ უგულებელყოფს. თუმცა, აღსანიშნია, რომ საერთაშორისო სასამართლოს თავისი გადაწყვეტილებების აღსრულების უფლებამოსილება არ გააჩნია.

კომენტარები