რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ილონ მასკი უკრაინის კონტრშეტევაზე: ზედმეტად ბევრი სიკვდილია ძალიან მცირე შედეგისთვის

ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა, რომ უკრაინის კონტრშეტევაში ძალიან მცირე ტერიტორიული უპირატესობისთვის ზედმეტად ბევრი ადამიანი დაიღუპა. მასკმა ეს სიტყვები ამერიკელი ეკონომისტის, დევიდ საქსის ტვიტზე დააკომენტარა.

ამერიკელმა ეკონომისტმა სოციალურ ქსელში განათავსა რუკა, სადაც უკრაინის კონტრშეტევის შედეგები იყო აღბეჭდილი. 

რამდენიმე კვირით ადრე, ამერიკელმა მილიარდელმა, ილონ მასკმა თქვა, რომ საჭიროა უკრაინასა და რუსეთს შორის ზავი და მიმდინარე ომი უაზრობაა. ამის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მასკი ნიჭიერ და განსაკუთრებულ ადამიანად მოიხსენია. 

კომენტარები