რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ანექსირებულ უკრაინაში მოპოვებული ქვანახშირი თურქეთში იყიდებოდა – Reuters

REUTERS/Alexander Ermochenko

Reuters-ის ინფორმაციით, 2023 წლის თებერვლიდან ივლისამდე უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე მოპოვებული 14.3 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ქვანახშირი თურქეთმა შეისყიდა. Reuters-ი ინფორმაციას რუსეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

რუსულ საბაჟო მონაცემების ბაზაში დაზუსტებულია, რომ ანექსირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან თურქეთში გავიდა 160 400 ტონა ქვანახშირი. 

აშშ-სა და ევროკავშირისგან განსხვავებით თურქეთს არ შეუზღუდავს ვაჭრობა რუსეთიდან და რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიებიდან. 

კომენტარები