რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქში სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა დაბომბეს

Focus.ua

რუსმა  ოკუპანტებმა, ოდესის ოლქში სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა დაბომბეს, ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ადასტურებს.

"სამწუხაროდ, დაზარალდა სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა. შემთხვევის ადგილას გაჩნდა ხანძარი, რომელიც მალევე ლოკალიზდა. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ ყოფილა". - თქვა კიპერმა. მას არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რომელი ობიექტი დაზიანდა.

მანამდე უკრაინის საჰაერო ძალებმა ოდესის მიმართულებით რუსების მიერ ონიქსის ტიპის ზებგერითი ფრთოსანი რაკეტების გაშვების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ ადგილობრივი საინფორმაციო არხებიც.

21 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის არაერთი რეგიონი დაბომბა. განგაში უკრაინის ყველა რეგიონში იყო გამოცხადებული.

ღამის განმავლობაში დაიბომბა კიევის, ხარკოვის, ლვოვის და ჩერკასის რაიონები.

კომენტარები