ისრაელი

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ისრაელში საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადააქვს

Avi Ohayon/GPO

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საელჩოს ისრაელში თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს. ინფორმაცია ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა. 

ნეთანიაჰუ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფელიქს ჩისეკედის ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შეხვდა. ნეთანიაჰუმ ისრაელსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი საელჩოს გახსნის კინშასაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში. 

იერუსალიმში საელჩო სულ ხუთ ქვეყანას აქვს გადატანილი და ისინი პარალელურად ინარჩუნებენ დიპლომატიურ წარმომადგენლობას თელ-ავივშიც. ისრაელი იერუსალიმს თავის განუყოფელ და მარადიულ დედაქალაქად მიიჩნევს და სურს, რომ ყველა ქვეყანამ საელჩო იქ გადაიტანოს. 

კომენტარები