რუსეთი

რუმინეთი უკრაინის საზღვართან მოქალაქეების დასაცავად საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის

რუმინეთი უკრაინის საზღვართან, მდინარე დუნაის გასწვრივ მდებარე დასახლებული პუნქტების დასაცავად საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაგზავნის. ამავდროულად, ტერიტორიას მეტი სამხედრო-სადამკვირვებლო პუნქტი და საპატრულო მისია დაემატება. ინფორმაციას Reuters-ი რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოთხი დამატებითი F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის გაგზავნა და არასაფრენი ზონის გაფართოება რუმინის და NATO-ს მზარდი შეშფოთების ნიშანია იმის შესახებ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი, შესაძლოა, მათ ტერიტორიაზე გავრცელდეს. შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ რუსეთმა რუმინეთის საზღვართან ახლომდებარე უკრაინული პორტების – იზმაილის და რენის დაბომბვა დაიწყო.

Reuters-ის ანონიმური წყაროს ცნობით, რუმინეთში უპილოტო თვითმფრინავის ნაწილების დაცემის ცალკეული შემთხვევები გაურკვევლობის რისკს აჩენს. ამის გამო კი რუმინელ სამხედროებს ამ ტერიტორიებზე მოქალაქეების დასაცავად უსაფრთხოების ზომების გაძლიერება უწევთ.

კომენტარები