რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უმანში რუსების თავდასხმის შედეგად მარცვლეულის საწყობებში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა

ГСЧС

1 ოქტომბრის ღამეს რუსულმა ძალებმა მასიურად შეუტიეს ჩერკასის ოლქს. ქალაქ უმანში დრონებით სამრეწველო ინფრასტრუქტურას დაესხნენ თავს. შედეგად მარცვლეულის საწყობებში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა 3 000 კვ.მ. ფართობზე გავრცელებული ხანძარი უკვე ჩააქრეს. ოპერაციაში 11 ერთეული ტექნიკა და 52 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რუსული ძალები დრონებით თავს დაესხნენ კრივოი როგსაც. განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ოკუპანტებმა არტილერიით შეუტიეს ნიკოპოლსაც.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, სულ რუსებმა 30 Shahed-ის დრონი გამოიყენეს. აქედან საჰაერო თავდაცვის სისტემებით უკრაინელებმა 16-ის ჩამოგდება შეძლეს.

კომენტარები