მექსიკა

მექსიკაში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევას, სულ მცირე, 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

BBC

1-ელ ოქტომბერს მექსიკაში სანტა კრუზის ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, ოცი კი ამ დრომდე ნანგრევებშია მოყოლილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 49 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც.

მექსიკელმა ჟურნალისტმა, ფრენკ კონტრერასმა Newsday-ს უთხრა, რომ ეკლესიის სახურავი მაშინ ჩამოინგრა, როცა "ეკლესია გადაჭედილი იყო ასამდე ადამიანით, ხალხი კი ზიარების მისაღებად რიგში იდგა“. ადგილობრივი მედიის ცნობით კი სახურავის ჩამონგრევისას ეკლესიაში ნათლობის რიტუალი სრულდებოდა.

წითელი ჯვრის ოფიციალური პირების თქმით, ისინი იმედოვნებენ, რომ შენობის ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ჰაერი მიეწოდებათ.

კომენტარები