BAZA: ვაგნერელმა ცოლსა და გერს სცემა, 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ვაგნერის ჯგუფის წევრი ბახმუტთან.
Sputnik

რუსეთის ქალაქ ლიპეცკში პოლიციამ ვაგნერელი დააკავა, რომელსაც ბრალად ცოლისა და გერის ცემა ედება ბრალად. ინფორმაცია Telegram არხი Baza ავრცელებს

Baza-ს მონაცემებით ბრალდებული 31 წლის ვლადიმირია, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის წევრია. 

"გამოძიების ვერსიით, ვლადიმირს შელაპარაკება მოუვიდა თავის 35 წლის ცოლ ტატიანასთან, რის შემდეგაც კაცმა ცოლს ძლიერ სცემა. გარდა ამისა ვლადიმირმა რამდენჯერმე თავში ძლიერ ჩაარტყა ტატიანას ქალიშვილს პირველი ქორწინებიდან, 4 წლის ლენას(სახელი შეცვლილია). მიღებული ტრავმების შედეგად ბავშვი გარდაიცვალა". – წერს Baza.

ამჟამად ვლადიმირი ლიპეცკის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები