ბულგარეთი-რუსეთი

ბულგარეთი რუსული ნომრების მქონე მანქანებს ქვეყანაში აღარ შეუშვებს

ბულგარეთმა საზღვარზე რუსულნომრიანი მანქანებით გადაადგილება აკრძალა. ინფორმაციას ბულგარეთის სასაზღვრო პოლიციის მეთაური ანტონ ზლატანოვი ავრცელებს.

ამ ეტაპზე უცნობია იმოქმედებს თუ არა რამე გამონაკლისები მანქანებზე, რომლებიც დიმპლომატებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ეკუთვნის. 

8 სექტემბერს ევროკიმისიამ გამოსცა რეკომენდაცია, რომელიც რუსულნომრიანი მანქანების ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას კრძალავს. რეკომენდაცია ეხება ტურისტებსაც.

აკრძალვის გადაწყვეტილება პირველმა ლატვიამ მიიღო. 12 სექტემბერს 18:00 საათიდან რუსულნომრიან მანქანებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა შეეზღუდათ. 

საბაჟო სამსახურის განმარტებით მათ უფლება აქვთ საზღვრიდან გააბრუნონ რუსულნომრიანი მანქანა. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ტრანსპორტის კონფისკაციის უფლება აქვთ.

იმავე დღეს ევროკომისიის რეკომენდაცია ლიტვამაც გაითვალისწინა და საზღვარზე მანქანების შესვლა აკრძალა.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციას ესტონეთიც აღასრულებს. 

"მათ არ აქვთ უფლება დატკბნენ თავისუფლების პრივილეგიებით, მანამ, სანამ უკრაინა ომში არ გაიმარჯვებს". – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცახკნამ.

19 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციას პოლონეთიც შეასრულებს.

სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის 3 ოქტომბრიდან ნორვეგია გამონაკლისი შემთხვევების გარდა, რუსული ნომრის მქონე მანქანებისთვის საზღვრებს დაკეტავს.

კომენტარები