ველური ბუნება

კანადის ეროვნულ პარკში დათვმა ორი მოლაშქრე და მათი ძაღლი მოკლა

Rick Price Photography

კანადაში მდებარე ბანფის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გრიზლის ჯიშის დათვმა ორი მოლაშქრე და მათი ძაღლი მოკლა. ინფორმაციას კანადის სამთავრობო სააგენტო, Parks Canada ავრცელებს.

Parks Canada-ს თქმით, 30 სექტემბერს ღამით GPS-ის საშუალებით ბანფის ეროვნულ პარკში, მდინარე წითელი ირმის ხეობაში დათვის თავდასხმის შესახებ საგანგაშო შეტყობინება მიიღეს. მათ მიერ გაგზავნილ სამაშველო ჯგუფს, რომელსაც ამინდის გამო ვერტმფრენის გამოყენების შესაძლებლობა არ ჰქონია, ადგილზე მისასვლელად მთელი ღამე დასჭირდა. ადგილზე მისულმა მაშველებმა დათვის მიერ მოკლულები იპოვეს.. 

სააგენტოს ცნობით, აგრესიული ქცევის გამოვლენის შემდეგ დათვს ევთანაზია ჩაუტარდა.

ველურ ბუნებაში საჭირო უსაფრთხოების ზომების ტრენინგ ცენტრ Bear Safety and More-ის დამფუძნებლისა და დაღუპულთა მეგობრის, კიმ ტიტჩენერის მითითებით დათვების მიერ თავდასხმის შემთხვევების გაზრდის მიზეზი ველურ გარემოში მოლაშქრეთა გაუფრთხილებლობა და ნაკლებად ინფორმირებულობაა.

ტიტჩენერის ცნობით, დღესდღეობით მსოფლიოში გრიზლების თავდასხმების მხოლოდ 14% სრულდება ფატალური შედეგით.

ბანფის ეროვნულ პარკში, რომელიც ყოველწლიურად ოთხ მილიონზე მეტ ტურისტს იზიდავს, 60-მდე გრიზლი ბინადრობს.

დათვების ხილვის მსურველთა რაოდენობა შემოდგომის სეზონზე იზრდება, რადგან თავად დათვები ამ დროს ზამთრის საკვებს აქტიურად ეძებენ, რაც მათი ხილვის ალბათობას ზრდის. 

კომენტარები