ლელო

სამადაშვილი: EU-ს გადაწყვეტილი აქვს, ოცნებას არ მისცეს ქვეყნის უსტატუსოდ დატოვების შანსი

ევროკავშირს აქვს მტკიცედ გადაწყვეტილი, რომ ქართულ ოცნებას, ბიძინა ივანიშვილს და რუსეთს არ მისცეს შანსი, რომ ჩვენი ქვეყანა დარჩეს კანდიდატის სტატუსის გარეშე, ამიტომ, ახლა მესმის ივანიშვილის მძიმე მდგომარეობა, ერთი მხრივ, მან პასუხი უნდა გასცეს თავის უფროსებს მოსკოვში კანდიდატის სტატუსს თუ მიანიჭებენ ამ ქვეყანას და ეშინია, რომ გააგდებენ ხელისუფლებიდან და მეორე მხრივ, ეშინია ქართველი ხალხის, იმ ხალხის, რომელიც აუცილებლად მოსთხოვდა პასუხს  ხელისუფლებას, კანდიდატის სტატუსის ჩაგდების გეგმა რომ წარმატებით განეხორციელებინა. მაგრამ ვერ განახორციელებთ ამ გეგმას, ამიტომ, დროა, ივანიშვილმა იდარდოს, რას ეუბნება თავის უფროსებს მოსკოვში.

რა შეეხება ქართველ ხალხს, მართლა მინდა გკითხოთ, რომ შემოიტანეთ ეს კანონი მანიფესტაციების შესახებ და ფიქრობთ, რომ აუკრძალავთ ხალხს და პრობლემებს შეუქმნით, რომ დადგას სცენა ან კარავი გაშალოს, თქვენ ვის უბედავთ ამას? აი, მაინტერესებთ და მართლა გჯერათ, რომ თქვენ, აი, თქვენ ამ კანონით შეაჩერებთ ქართველი ხალხის რისხვას, თუ დასჭირდათ საკუთარი რისხვის გამოხატვა ქუჩაში?

ლელოს დეპუტატი სალომე სამადაშვილი შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში შესატან ცვლილებებზე.

კომენტარები