რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინაში მუდმივი მისია აღადგინა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინაში თავისი მუდმივი მისია აღადგინა. ინფორმაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი, კრისტალინა გეორგიევა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) ავრცელებს. 

"მოხარული ვარ, რომ შემიძლია გაცნობოთ კიევში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი მუდმივი მისიის აღდგენის შესახებ. ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ ურთიერთობას უკრაინასთან" - წერია გეორგიევას განცხადებაში. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ევროპის დეპარტამენტის დირექტორი უმა რამაკრიშნანი კიევში 1-ელ ოქტომბერს ჩავიდა და უკრაინული მხარის ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდა. 

კომენტარები