ხარკოვის რაიონში, სოფელ გროზაზე 5 ოქტომბერს რუსული ტერორისტული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 52 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპა, დღეს კი საჰაერო იერიშის შედეგად კიდევ ერთი ბავშვი დაიღუპა. ორივე ეს სისასტიკე დასტურია, რომ უკრაინის გლობალური მხარდაჭერა უნდა შენარჩუნდეს და გაიზარდოს. თუ ის შესუსტდება, შედეგი მხოლოდ მეტი ასეთი სამხედრო დანაშაული იქნება
რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი
კულება: ხარკოვზე თავდასხმა დასტურია, რომ უკრაინის გლობალური მხარდაჭერა უნდა გაიზარდოს
tbl.ge/6jdh
დაკოპირდა
წერს უკრაინის საგარეო მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე.
5 ოქტომბერს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. შედეგად განადგურდა კაფე, რომელშიც ათობით ადამიანი იმყოფებოდა. კაფეში ადამიანები ქელეხს ესწრებოდნენ. დაბომბვისას სულ 52 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ამავე თემაზე
- რუსეთი: უკრაინული დრონი ნავთობის გადამზიდ მატარებელს დაეჯახა
- უკრაინა: განადგურებულია რუსული მოიერიშე თვითმფრინავი CУ-25 და 18 დრონი
- პუტინმა შოიგუ უსაფრთხოების საბჭოს მდივნად გადაიყვანა და ანდრეი ბელოუსოვით ჩაანაცვლა
- პუტინმა სერგეი შოიგუს თანამდებობიდან გადაყენების წინადადება წამოაყენა
- რუსეთი: ВСУ-მ ბელგოროდში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა, ჩამოინგრა სადარბაზო