რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მათმა Миг-31-მა აშშ-ს სამხედრო ფლოტის P-8A პოსეიდონის ტიპის თვითმფრინავს ნორვეგიის ზღვის თავზე, სახელმწიფო საზღვრის მახლობლად გზა გადაუჭრა.
"2023 წლის 6 ოქტომბერს, ნორვეგიის ზღვაში რუსეთის საჰაერო სივრცის კონტროლის საშუალებებმა დააფიქსირეს საჰაერო სამიზნე, რომელიც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარს უახლოვდებოდა". – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, ამერიკული თვითმფრინავისთვის გზის გადასაჭრელად ჩრდილეოეთის ფლოტის ავაიაგამანადგურებელი МиГ-31 გაგზავნეს.
"რუსული გამანადგურებლის ეკიპაჟმა დაადგინა, რომ საჰაერო სამიზნე აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების ბაზის საპატრულო ავიაციის P-8A პოსეიდონი იყო. რუსული გამანადგურებლის მიახლოების შემდეგ, უცხოურმა სამხედრო თვითმფრინავმა კურსი იცვალა რუსეთის ფედერაციის საზღვრისგან. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა არ დაშვებულა". – ირწმუნებიან რუსეთის თავდაცვის უწყებაში.