კარვების კანონი

კობახიძე: გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები პრეზიდენტს არ გავუგზავნოთ

გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რადგან ეს კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში.

აღნიშნა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტვ იმედთან შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებზე საუბრისას.

ამ კომენტარს გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძეც და კობახიძის ნათქვამს ხუმრობა უწოდა.

კომენტარები