ოდესის რეგიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს.
"შუშის ნამსხვრევებით დაშავებულია ოთხი ადამიანი". - წერს კიპერი.
კიპერის ინფორმაციითვე, ოკუპანტებმა იერიში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს. ამასთან, რუსების თავდასხმის შედეგად დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.