დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

საქართველოს მოქალაქე: საელჩოში გვითხრეს, წასვლა თუ გნებავთ, ბილეთები იყიდეთ და წაბრძანდითო

როცა საელჩოში დავრეკეთ, ასე გვითხრეს, ჩვენ არ ვიცით, რომელმა ქვეყანამ რა გამოაცხადა, არავის ჩვენთვის ეს ინფორმაცია არ მოუწოდებია და წასვლა თუ გნებავთ, ბილეთები იყიდეთ და წაბრძანდითო [...] ძალიან არარეალურია ის, რომ ჯორჯიან ეარვეისზე ბილეთები 2 000 ლარი გახდა [...] რატომ გვწირავენ, ასე რომ ვთქვათ, იმ ხალხს, ვისაც საქართველოს შვილებს გვიწოდებენ [...] არიან ადამიანები, რომლებსაც ის დანაზოგი არ აქვთ, რომ ბილეთები შეიძინონ და სამშობლოში დაბრუნდნენ.

ისრაელში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, სოფო ცარციძემ მთავარი არხის ეთერში საქართველოს საელჩოსთან კომუნიკაციის შესახებ ისაუბრა.

კომენტარები