ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასის თავდასხმაში რუსული კვალის არსებობას ფაქტები ადასტურებს – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილო ბუდანოვის თქმით, ჰამასის ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსული კვალის არსებობას ფაქტები ადასტურებს. ამის შესახებ ბუდანოვმა Українська правда-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

ბუდანოვის თქმით, კრემლის ჩართულობის მთავარი დამადასტურებელი ფაქტები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჰამასის ტერორისტებისთვის ცეცხლსასროლი იარაღების გადაცემა, რუსული კოსმოსური აპარატის ისრაელის გეოსტაციონალურ ორბიტაში გადატანა დაზვერვისთვის, ლიბანში კრემლის პროპაგანდისტული რადიოტალღების გაჩენა და [ჰამასის] თავდასხმის დროს კამიკაძე დრონების ტაქტიკის გამოყენება.

"კამიკაძე დრონების გამოყენება – ეს ჩვენი ომის ნოუ-ჰაუა. არავის, მათ გარდა, ვისაც ჩვენი საომარი მოქმედებების თეატრი აქვს გავლილი, ამის გაკეთება არ შეეძლო. რადგან ჩვენ იქ არ ვყოფილვართ, ე.ი. იყვნენ რუსები". - აღნიშნა ბუდანოვმა.

ბუდანოვის თქმით, იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება "ეს უკრაინისთვის ღელვის საგანი არ გახდება, თუმცა, თუ სიტუაცია გაიწელება, გასაგებია, რომ გაჩნდება გარკვეული პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდება არამხოლოდ უკრაინისთვის გახდება საჭირო".

"უკრაინის გამოკლებით, ვხედავთ რამდენიმე კონფლიქტს, რომელიც ერთი შეხედვით რეგიონალურია. თუმცა, ისინი ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი იმ ქვეყნებით, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართულები. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ კვლავ საკმაოდ სწრაფი ტემპით ვუახლოვდებით გლობალურ ომს". - აღნიშნა ბუდანოვმა.

კომენტარები