სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

6 წლის ბიჭი ისლამოფობიური თავდასხმისას მოკლეს – ილინოისის პოლიცია

ილინოისის პოლიცია
ABC7

ილინოისის პოლიციამ დააკავა 71 წლის კაცი, რომელსაც ისლამოფობიურ ნიადაგზე 6 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობა, მისი 32 წლის დედის მკვლელობის მცდელობა და დამამძიმებელ გარემოებებში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობის მიყენება ედება ბრალად

ბრალდებული დაზარალებულთა სახლის მეპატრონე იყო. პოლიციის ინფორმაციით, ის დედა-შვილს სახლში დაესხა თავს და ჭრილობები მიაყენა მკერდისა და ზედა კიდურების არეში. 

მან ბავშვს 12 ინჩის ზომის ხრახნიანი სამხედრო დანა 26-ჯერ დაარტყა. ბიჭი საავადმყოფოშივე გარდაიცვალა. დედამისს სხეულზე ათზე მეტი ჭრილობა აღენიშნება და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ექიმების პროგნოზით, გადარჩება.

როგორც ქალის მიერ ქმრისთვის გაგზავნილი შეტყობინებებიდან ირკვევა, თავდაპირველად ბრალდებული მას დაესხა თავს, ხოლო ბავშვი მაშინ მოკლა, როცა დედამისი 911-ში დასარეკად აბაზანაში გაიქცა. 

პოლიციის ცნობით, კაცმა დანაშაული ისლამოფობიისა და ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე კონფლიქტის გამო ჩაიდინა. 

კომენტარები