ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი სამხრეთ-დასავლეთ ღაზაში ჰუმანიტარული ზონის შექმნას აანონსებს

Reuters/Mohammed Salem

ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით, სამხრეთ-დასავლეთ ღაზაში, ხან იუნისის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ზონა შეიქმნება. ჰუმანიტარულ ზონაში საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება იქნება შესაძლებელი. ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღნიშნული გადაწყვეტილება  ეგვიპტესთან და აშშ-სთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს. 

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, პალესტინელები ჰუმანიტარულ ზონაში უნდა გადავიდნენ, ხან იუნისთან ახლოს ალ-მავასის ტერიტორიაზე, სადაც ისინი ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ. IDF-მა ასევე გამოაქვეყნა ჰუმანიტარული ზონის ზუსტი რუკა. 

ისრაელის მხრიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდა მოწოდება ჩრდილოეთ ღაზაში დარჩენილი მოსახლეობისადმი, რომ სასწრაფოდ დატოვონ ტერიტორია და სამხრეთში გადავიდნენ. რამდენიმე დღის მანძილზე ისრაელის თავდაცვის ძალები სისტემატიურად იტყობინება, რომ გეგმავენ ჩრდილოეთ ღაზის დაბომბვას და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. 

კომენტარები