რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: გავანადგურეთ 3 დრონი და 1 რაკეტა

Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით 19 ოქტომბრის ღამეს ჩამოგდებულია ოთხი დრონი და ერთი X-59 მოდელის რაკეტა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით გასულ 24 საათში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით გაისროლა 5 ისკანდერის მოდელის ბალისტიკური რაკეტა, 1 საზენიტო რაკეტა C-300, 1 საავიაციო მართვადი რაკეტა X-59, 1 ფრთოსანი რაკეტა, 9 უპილოტო მფრინავი აპარატი შაჰედი.

ოკუპანტებმა დაბომბეს დონეცკის, ნიკოლაევის, სუმის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქები. არიან დაღუპულები და დაშავებულები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა.

კომენტარები