რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: კიდევ ერთი СУ-25 ჩამოვაგდეთ, ავდიივკის ალყაში მოსაქცევად ავიაციას იყენებენ

DW

უკრაინაში კიდევ ერთი ავიაგამანადგურებელი СУ-25 ჩამოაგდეს. გასულ 10 დღეში ეს რიგით მეხუთე რუსული СУ-25-ა, რომელიც საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.

"ავიაციის მხარდაჭერით რუსეთი ავდიივკის ალყაში მოქცევას გეგმავს. ჩვენმა მებრძოლებმა განვლილ 24 საათში მტრის 3 შეტევა უკუაგდეს და კიდევ ერთი СУ-25 ჩამოაგდეს". – ამბობს ტავრიის მიმართულებით სამხედრო ძალების პრესცენტრის სპიკერი ოლექსანდრ შტუპუნი.

სპიკერის თქმით ოკუპანტები ასევე გააქტიურდნენ ნოვოკალინოვსკისა და პერვომაისკის მიმართულებითაც. უკრაინელებმა 17 შეტევა მოიგერიეს.

ბოლო დღეებში ქალაქ ავდიივკასთან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინელების თავდაცვის პოზიციების გარღვევას ცდილობენ. აქტიურად გამოიყენება ჯავშანტექნიკა.

16 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელებმა 60-ზე მეტი ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი გაანადგურეს. ასევე მრავალი თვის შემდეგ პირველად რუსეთის დანაკარგმა დღეში 1000 ადამიანს გადააჭარბა. 

კომენტარები