საქართველოს საელჩო ისრაელში

საქართველოს საელჩო ისრაელ–საქართველოს ფრენებზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო

ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებით, ისრაელის საერთაშორისო აეროპორტის დაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.

"ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი განაგრძობს მუშაობას!". - წერს დიპლომატიური უწყება. 

გარდა ამისა, საქართველოს საელჩო კომპანია Georgian Airways-ის მიერ ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასაც ეხმაურება და ისრაელ-საქართველოს მიმართულებით ფრენებზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. 

"როგორც ცნობილია კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა" განაცხადა, რომ კომპანია 22 ოქტომბრიდან აჩერებს ფრენებს თელ ავივის მიმართულებით, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეულ რეგულაციებთან.

თუმცა ისრაელში მცხოვრები თანამემამულეების და სხვა დაინტერესებული საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ინარჩუნებენ და რეგულარულად ახორციელებენ ისრაელის ავიაკომპანიები: ელ ალი, ისრეარი, აირკია.

ამასთან, კომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ამატებს ყოველდღიურ რეისებს ლარნაკა-თბილისის მიმართულებით და ამ ტრანზიტული მარშრუტით სარგებლობა ასევე შეეძლებათ ისრაელიდან საქართველოში გგამგზავრების მსურველთ". – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები