არნოლდ შვარცენეგერი

შვარცენეგერი: ვგრძნობ, რომ აშშ-ს დიდებული პრეზიდენტი ვიქნებოდი

არნოლდ შვარცენეგერი კალიფორნიის გუბერნატორობისას, 2003 წელი
Rich Pedroncelli/AP Photo

ცნობილ მსახიობსა და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორს, არნოლდ შვარცენეგერს მიაჩნია, რომ აშშ-ს დიდებული პრეზიდენტი იქნებოდა. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ვგრძნობ, რომ დიდებული პრეზიდენტი ვიქნებოდი, თუმცა, ამავდროულად, ვგრძნობ, რომ ყველაფერი რასაც მივაღწიე, ამერიკის წყალობით მოხდა. ერთადერთი, რაც არ შემიძლია, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაა, ამის გამო წუწუნს არ დავიწყებ". - თქვა აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის წევრმა, არნოლდ შვარცენეგერმა.

აშშ-ს კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობა და პრეზიდენტის პოსტის დაკავება მხოლოდ აშშ-ში დაბადებულ ამერიკის მოქალაქეებს შეუძლიათ, შვარცენეგერი კი ავსტრიაში დაიბადა და აშშ-ის მოქალაქე კი 36 წლის ასაკში გახდა.

მსახიობი, ყოფილი პროფესიანალი ბოდიბილდერი, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, არნოლდ შვარცენეგერი ათობით სპორტულ შეჯიბრსა და სხვადასხვა ფილმებში საკულტრო როლების მორგების შემდეგ, კალიფორნიის გუბერნატორის თანამდებობას 2003-2011 წლებში იკავებდა.

კომენტარები