რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი: უკრაინის დახმარებას მხარს დავუჭერთ გარკვეული პირობებით

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი
Bill Clark / CQ Roll Call via AP file

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერის, მაიკ ჯონსონის თქმით, ის მზად არის, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინის დახმარების გაგრძელებას გარკვეული პირობებით.

ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე უჭერს თუ არა მხარს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას მაიკ ჯონსონმა ასე უპასუხა:

"ჩვენ ყველა მხარს ვუჭერთ ამ ძალისხმევას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გარკვეული პირობები გვჭირდება, რომელზეც მუშაობა მოგვიწევს. ჩვენ გვსურს ანგარიშვალდებულება, ჩვენ გვჭირდება თეთრი სახლის მიერ განსაზღვრული მკაფიო მიზნები. ამის შესახევ გვექნება დისკუსიები, რომლებიც ძალიან პროდუქტიული იქნება". - თქვა ჯონოსნმა.

25 ოქტომბერს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში სპიკერად მაიკ ჯონსონის არჩევის შემდეგ, კონგრესმენებმა პირველი გადაწყვეტილებით ისრაელის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღეს.


აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა 25 ოქტომბერს რიგით 56-ე სპიკერად ლუიზიანელი კონგრესმენი მაიკ ჯონსონი აირჩიეს. მისი სპიკერობაზე დანიშვნა პირველივე კენჭისყრაზე შედგა.

მაიკ ჯონსონის კანდიდატურას 220-მა კონგრესმენმა (კენჭისყრაზე დამსწრე ყველა რესპუბლიკელმა) დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი 209 იყო. კენჭისყრას 4 კონგრესმენი არ დაესწრო.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა სპიკერის გარეშე 23 დღის განმავლობაში იყო, მას შემდეგ, რაც 2 ოქტომბერს 8 რესპუბლიკელმა, დემოკრატების სრული მხარდაჭერით, სპიკერი კევინ მაკკარტი თანამდებობიდან გადააყენა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას ამ ეტაპზე რიგ პრობლემებთან მოუწევს გამკლავება, მათ შორისაა: უკრაინისა და ისრაელის დახმარების საკითხი, და ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერების საფრთხე.

კომენტარები