ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ეგვიპტის ქალაქ ტაბაში რაკეტა ჩამოვარდა

REUTERS

Reuters-ის ინფორმაციით, 27 ოქტომბერს ეგვიპტეში, წითელი ზღვის საკურორტო ქალაქ ტაბაში გაურკვეველი წარმომავლობის რაკეტა ჩამოვარდა და აფეთქდა. ქალაქი ტაბა ღაზის სექტორის საზღვრიდან 220 კილომეტრში, სინაის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. ინფორმაცია თავდაპირველად ეგვიპტურმა გამოცემამ, Al Qahera News-მა გაავრცელა. 

რაკეტა ტაბაში სამედიცინო დაწესებულების შენობას მოხვდა, სადაც ექვსი ადამიანი დაშავდა. ამ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ აუღია. 

ეგვიპტე აქტიურ როლს თამაშობს კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებების და მძებლების გათავისუფლების პროცესში. 

კომენტარები