სერიალ Friends-ის ვარსკვლავი, მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას Los Angeles Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მეთიუ პერი 28 ოქტომბერს, ლოს ანჯელესის სახლის აბაზანაში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
ჯერჯერობით უცნობია მსახიობის გარდაცვალების მიზეზი.
მეთიუ პერის მსოფლიო პოპულარობა Friends-ში შესრულებულმა ჩენდლერ ბინგსის როლმა მოუტანა.