ტროპიკული ქარიშხალი

მექსიკაში ქარიშხალ ოტისს 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხხვეპლა

აკაპულკოში იახტ კლუბის საჰაერო კადრები ქარიშხალ ოტისის შემდეგ.PHOTO: DAVID GUZMAN/SHUTTERSTOCK

მექსიკის დასავლეთ სანაპიროზე გერეროს შტატში, დამანგრეველ ქარიშხალ ოტისს 48 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 36 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ოფიციალური პირების განცხადებით, მაშველებმა 340 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, 200 ტურისტი კი, უკვე გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას.

ქარიშხალმა მიაღწია ცნობილ საკურორტო ქალაქ აკაპულკოსაც, სადაც ქარის სიჩქარემ 265 კილომეტრ საათს მიაღწია და ტურისტული ქალაქი მთლიანად გაანადგურა. 

მექსიკის ხელისუფლების წინასწარი შეფასებით, ქარიშხალმა დიდი ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას, დანგრეულია 220 035 სახლი და ტერიტორიაზე არსებული სასტუმროების 80%, დაიტბორა ადგილობრივი საავადმყოფოები, მწყობრიდანაა გამოსული მექსიკის წყნარი ოკეანის რეგიონში არსებული სეისმური გაფრთხილების სისტემები. წაქცეულმა ხეებმა და ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩახერგა გზები, რამაც რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეაფერხა. 

დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული დახმარების პროცესში ჩაერთო წითელი ჯვარიც. ორგანიზაციის მიერ გაგზავნილი დახმარება  225 ტონა საკვებს, სასმელ წყალსა და პირველადი მოხმარების ნივთებს მოიცავს. სტიქიის ადგილზე ორგანიზაციის წევრი 300 მედიკოსიც ჩავიდა.

მექსიკის ხელისუფლების ოფიციალური განცხადებით, სტიქიის შემდგომ სამუშაოებში ჩართულია მექსიკის ჯარის 10 ათასამდე ჯარისკაციც.

სტიქიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც - "მწუხარებას გამოვხატავ ადამიანების გარდაცვალების გამო ... ვუბრძანე ჩემს ადმინისტრაციას მჭიდროდ ეთანამშრომლათ ჩვენს პარტნიორებთან მექსიკის მთავერობაში რათა, შევთავაზოთ მათ ჩვენი სრული მხარდაჭერა და დახმარება." 

კომენტარები