NATO-რუსეთი

შოიგუ დასავლეთს უკრაინის ომის აზია-წყნაროკეანეთში გავრცელების სურვილში ადანაშაულებს

სერგეი შოიგუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე
კრემლი

პეკინში გამართულ სამხედრო ფორუმზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დასავლეთს უკრაინის კონფლიქტის აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში გავრცელების სურვილში დასდო ბრალი

სიანგშანის ფორუმზე შოიგუ ირწმუნებოდა, რომ NATO "დიალოგის სურვილზე" საუბრით, აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში ძალების ზრდას მალავს.

შოიგუს მტკიცებით, NATO-ს ქვეყნები რეგიონში ხელს უწყობენ რბოლას შეიარაღებაზე, ზრდიან სამხედრო წარმომადგენლობას, სამხედრო ვარჯიშების სიხშირესა და მასშტაბებს. მან ასევე ბრალი დასდო აშშ-ს, ჰუმანიტარული ინტერვენციისთვის კლიმატური ცვლილებებისა და ბუნებრივი კატაკლიზმების საბაბად გამოყენებაში. 

შოიგუს თქმით, ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის ფორმატმა აშშ-ს, ინდოეთს, იაპონიასა და ავსტრალიას შორის (Quad) და აშშ-ს, ავსტრალისა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმებული უშიშროების პაქტმა (AUKUS) კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სამხრეთაზიური ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) შეთანხმება რეგიონში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე უარის თქმაზე. თავის მხრივ, რუსეთის მიზანი ბირთვული იარაღის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების გაუქმებით, მხოლოს აშშ-სთან, როგორც ამ ხელშეკრულების არ მონაწილე ქვეყანასთან, პარიტეტის აღდგენა იყო. 

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთი მზადაა უკრაინის კრიზისის შემდგომი ნაბიჯებისა და დასავლეთთან ერთად თანაარსებობის პირობების განსახილველად, მხოლოდ იმ პირობით, თუ დასავლეთი რუსეთის სტრატეგიული დამარცხების გზების ძიებას დაასრულებს.

"მნიშვნელოვანია, ბირთვული შეიარაღების მქონე და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობასა და გლობალური უსაფრთხოებაზე, თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა." - თქვა სერგეი შოიგუმ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. 

სიანგშანის ფორუმი ყოველწლიური სამხედრო დიპლომატიური ღონისძიებაა, რომელიც მიმდინარე წელს 29-31 ოქტომბერს იმართება და მას მთელი მსოფიოდან 90 სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესრება. 

კომენტარები