ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $3.3 მილიარდი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 2022 წლის შესაბამის მონაცემს 29.2%-ით ($734 მილიონით) აღემატება, ხოლო 2019 წელთან შედარებით 25.9%-ითაა ($669 მილიონი) გაზრდილი.
გარდა ამისა, 2023 წლის III კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით $1.4 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 5.3%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლისას - 28.9%-ით.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში საერთაშორისო მოგზაურობებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი, $767 მილიონი რუსეთიდან შემოვიდა.
ქვეყნების განაწილება საერთაშორისო მოგზაურობებიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით:
- რუსეთი - $767 მილიონი
- თურქეთი - $484 მილიონი
- ევროკავშირი - $427 მილიონი
- ისრაელი - $258 მილიონი
- უკრაინა - $147 მილიონი
- სომხეთი - $124 მილიონი
- აზერბაიჯანი - $103 მილიონი
- ირანი - $99 მილიონი
- საუდის არაბეთი - $89 მილიონი
- ბელარუსი - $85 მილიონი
ამასთან, სები-ი მეთოდოლოგიურ ნაწილში დაზუსტების სახით განმარტავს, რომ 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოში მყოფი ბელარუსის მოქალაქეების 45.1%, რუსეთის მოქალაქეთა 42.5% და უკრაინის მოქალაქეთა 30.1% "შეფასებულია, როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენას, თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისა ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში".