3 ნოემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 38-დან 24 რუსული დრონი და ერთი X-59 მოდელის რაკეტა გაანადგურეს.
"საჰაერო თავდაცვის სისტემების მეშვეობით განადგურებულია შაჰედის ტიპის 24 უპილოტო საფრენი აპარატი და X-59 მოდელის რაკეტა". – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
დარჩენილი დრონების ნაწილმა ხერსონის ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გაანადგურა, არიან დაშავებულები.
გენშტაბის ცნობით მეტოქემ გასული 24 საათის განმავლობაში 7 სარაკეტო და 70 საავიაციო იერიში მიიტანა, ასევე უკრაინის ტერიტორია 93-ჯერ დაიბომბა რეაქტიული საზენიტო სისტემებით.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად, დრონებით, არტილერიითა და ავიაციის დახმარებით ბომბავს.