Prison Break

HULU სერიალ PRISON BREAK-ის ახალ სეზონზე მუშაობას იწყებს

დომინიკ პარსელი და უენტუორთ მილერი
Deadline

სტრიმინგის სერვისი Hulu სერიალ Prison Break-ის ახალ სეზონზე მუშაობას იწყებს. შოუს მოქმედება იმავე სამყაროში, მაგრამ განსხვავებული პერსონაჟების გარშემო განვითარდება.

მომავალი პროექტის შოურანერი Mayans M.C.-ის ავტორი ელჯინ ჯეიმსია. სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. დიდი ალბათობით, ორიგინალი სერიალის მთავარი მსახიობები დომინიკ პარსელი და უენთუორთ მილერი ახალ სეზონში არ გამოჩნდებიან.

Prison Break ტელეკომპანია Fox-ის ეთერში 2005-2017 წლებში გადიოდა. სიუჟეტის ცენტრში ძმები ლინკოლნ ბეროუზი და მაიკლ სკოფილდი არიან. ბეროუზს დანაშაულში ედება ბრალი, რომელიც არ ჩაუდენია, სკოფილდი ძმის ციხიდან დახსნას გადაწყვეტს. 

პოპულარულ სერიალს ოქროს გლობუსის ჯილდო და ემის ნომინაცია აქვს მიღებული.

კომენტარები