რუსეთი-აშშ

პესკოვი: რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ნულზეა

დმიტრი პესკოვი
TASS

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ნულზეა, თუმცა, დროთა განმავლობაში მხარეებს საუბრის განახლება მოუწევთ. ამის შესახებ პესკოვმა Россия-1-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"ურთიერთობები ნულზეა ან, მე ვიტყოდი, ნულის ქვემოთაც კი, თუმცა, რადგან აშშ-საც და ჩვენც გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გლობალურ და სტრატეგიულ სტაბილურობაზე, ასე თუ ისე, დროთა განმავლობაში ამ საუბრის განახლება მოგვიწევს". - თქვა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის თქმით, რუსეთი აშშ-ს უკვე "სხვაგვარად ესაუბრება", როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას.

"რასაც ადრე სათანადო ყურადღებას არ ვუთმობდით – დღეს ვრეაგირებთ აბსოლუტურად შეურიგებლად. ეს იგრძნობა როგორც პრეზიდენტის განწყობაზე, ასევე იმ ბრძანებებზე, რომელსაც ის გასცემს და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შესრულდება". - თქვა პესკოვმა.

კომენტარები