საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.6%-ით გაიზარდა. ცვლილება, ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.2%-იანმა ზრდამ გამოიწვია.
ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 12.6%-ით. ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო დასაქმებულთა ხელფასის 32.3%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 6.3%-იანი გაძვირებით.