საქართველოს პროკურატურამ 12 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
"შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ნოემბერს, ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით სახლში 12 წლის არასრულწლოვანი მიიყვანა, რომელთანაც სქესობრივი კავშირი დაამყარა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა". - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქმესთან დაკავშირებით შსს-ში გამოძიება გრძელდება.
შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ბრალდებული 22 წლის მამაკაცია.