რამდენადაც ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, ძალიან ძვირფასია უწმინდესის თითოეული სიტყვა, იმდენად ვისურვებდი, რომ ერის სულიერი მამისგან პოლიტიკურ შეფასებებს არ ვისმენდე. რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსი ქართველი ხალხის დამსახურებაა და ამას რუსული ოცნების გარდა, ყველა პოლიტიკური აქტორი ხაზს უსვამს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს გარეთ.
საქართველო-ევროკავშირი
ბოკუჩავა ილია II-ზე: ვისურვებდი, ერის სულიერი მამისგან პოლიტიკურ შეფასებებს არ ვისმენდე
tbl.ge/6lg9
დაკოპირდა
თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს განცხადებაზე.
ილია II-ამბობს, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის რეკომენდაცია ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია.
"ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოს წინაშე, რათა ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს". - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.
ამავე თემაზე
- მიშელი: სრულად ვუჭერთ მხარს ქართველების სურვილს თავისუფალი საზოგადოების შესახებ
- ევროკომისიის გენერალური დირექტორი 1-2 მაისს საქართველოს ეწვევა
- წულუკიანი: ჩვენ ვიქნებით ევროკავშირში, მაგრამ ვიქნებით კვლავ ქართველები, კვლავ ქრისტიანები
- იან კელი: კობახიძეს შეცდომით ჰგონია, რომ EU-სკენ გზა ბუდაპეშტზე გადის
- ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის შესწორებებში ივანიშვილის სანქცირებაც ნახსენებია