Edison Research

Edison Research: არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს – ოცნება 37%, ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი – 22%

ცესკო

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კვლევაში კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 37%-მა ქართული ოცნება დაასახელა, ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი – 21%-მა, საქართველოსთვის – 9%-მა.

სხვა პარტიების რეიტინგები კი შემდეგნაირად განაწილდა:

  • ლელო - 5%
  • გირჩი - მეტი თავისუფლება/დროა - 4%
  • ლეიბორისტული პარტია - 4%
  • ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 4%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%
  • კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო - 3%
  • ხალხის ძალა - 3%
  • მოქალაქეები - 3%
  • პატრიოტთა ალიანსი - 3%
  • ევროპული საქართველო - 1%
  • სხვა - 1%

ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკითხვა 2023 წლის 20 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა.

კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

კომენტარები