რუსეთი

ბრიანსკის ოლქში მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, მოკვდა ФСБ-ს ოფიცერი

politeka.net

ბრიანსკის ოლქში უცნობი პირების მიერ სასაზღვრო პოლიციისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად ФСБ -ს ოფიცერი სასიკვდილოდ დაიჭრა. ინფორმაციას რუსული ტელეგრამ-არხები ავრცელებენ.

Baza-ს ინფორმაციით, სოფელ ულიცას მიდამოებში გუშინ, 9 ნოემბრის შუადღით თავს დაესხნენ ავტომობილს, რომელშიც ФСБ -ის თანამშრომელი იმყოფებოდა. უცნობმა პირებმა მანქანას ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც მიიმალნენ.

ტელეგრამ-არხ Wargonzo-ს ინფორმაციით, მოკლული პოლკოვნიკი სერგეი შატია. ამასთან, როგორც Baza წერს, იგი ვიცეპოლკოვნიკი იყო და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. 

რუსეთის უსაფრთხოების ძალებს თავდასხმისა და ოფიცრის სიკვდილის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებიათ.

გარდა ამისა, გუშინ უკრაინის მხრეს მებრძოლი რუსეთის მოხალისეთა კორპუსის ტელეგრამ-არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი "წარმატებით ჩაუსაფრდა ტრანსპორტს ბრიანსკის ოლქში". დამატებით დეტალები ოპერაციის შესახებ არ გაუვრცელებიათ. 

კომენტარები