უკრაინული დაზვერვის ცნობით ოკუპირებულ მელიტოპოლში 11 ნოემბერს რუსული დაზვერვის შტაბში აფეთქება მოხდა.
დაზვერვის ინფორმაციით ეს იყო "ადგილობრივი წინააღმდეგობის მოძრაობის მიერ ჩატარებული შურისძიების აქცია".
აფეთქების დროს შტაბის შენობაში ოკუპანტების თათბირი მიმდინარეობდა, რომელსაც როსგვარდიისა და ФСБ-ს ოფიცრები ესწრებოდნენ.
დაზვერვის ცნობით აფეთქების შედეგად ლიკვიდირებულია როსგვარდიის სულ მცირე სამი ოფიცერი. სხვა დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.