საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს-მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 17 786.1 მლნ. აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.2%-ით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 5 102.7 მლნ. აშშ დოლარია, რაც 12.5%-იან ზრდას ნიშნავს, ხოლო იმპორტი 12 683.4 მლნ. აშშ დოლარია, წინა წელთან შედარებით 17.8%-ით მეტი.
ამასთან. 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 7 580.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6%-ია. სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო ნიშნავს, რომ ქვეყნის იმპორტი აღემატება ექსპორტს. ეს ტენდენცია წინა წლების მსგავსია.
საქსტატის ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 20 ნოემბერს გამოქვეყნდება.