მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი, ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს და მომავალშიც ეს დამოკიდებულება გაგრძელდება. პირველი, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გაითვალისწინებს და გაატარებს, ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესია. რაც არ უნდა მოწოდებები და ზეწოლა იყოს, არ გადაიდგმება ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის.
tbl.ge/6lhz
დაკოპირდა
თბილისის მერიის ცნობით, ასე უპასუხა კახა კალაძემ კითხვას - სერგეი ლავროვის განცხადება ევროკავშირის მიმართ მუქარაა თუ საქართველოსი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, "ევროკავშირი არ მალავს საკუთარ მიზნებს, რომ ყველანაირად შეგვაკავოს, გაგვაგდოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან. ეს არ გამოუვათ. ჩვენ აქ ისტორიულად ვართ და არსად გავქრებით. ჩვენმა პარტნიორებმა, ჩვენმა მოკავშირეებმა ეს მშვენივრად იციან".
ამავე თემაზე
- უნდა შეწყდეს ჩვენი ისტორიის დამახინჯება – პუტინმა ქართველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა
- კარასინის აზრით, რუსეთი საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს
- Агентство: ФСБ-სთან დაახლოებული ინსტიტუტი თბილისში მართავს კონფერენციას "ღირებულებებზე"
- The Insider-ის გამოძიების ავტორის კომენტარი საქართველოში ГРУ-ს შესაძლო მოქმედებაზე
- Азимут-მა სანქტ-პეტერბურგიდან თბილისის მიმართულებით რეისების შესრულება დაიწყო