უკრაინა ახლო მომავალში 60 ერთეულ Gepard-ის ტიპის თვითმავალი საზენიტო სარაკეტო საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს. ინფორმაციას გამოცემა De Telegraaf ავრცელებს.
გერმანული წარმოშობის სამხედრო მანქანები 2013 წელს ნიდერლანდებმა იორდანიას 21 მილიონ ევროდ მიყიდა. უკანასკნელი, მე-60 Gepard ნიდერლანდებმა 2016 წელს გაყიდა.
ახლა აშშ-მ აპირებს 110 მილიონ ევროდ გამოისყიდოს საჰაერო თავდაცვის სისტემები იორდანიისგან და ისინი უკრაინას გადასცეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალები Gepard-ს რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოსაგდებად აქტიურად იყენებს.
ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ამერიკულმა კომპანიამ Global Military Products აშშ-ს თავდაცვის სამინისტროსგან გეპარდების შესაძენად $118-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.