უკრაინა

უკრაინის რადას დეპუტატი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს

უკრაინის პროკურატურამ,  რადას აშშ-ს მიერ სანქცირებული დეპუტატის, ოლეკსანდრ დუბინსკის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით საქმე აღძრა. ამის შესახებ დეპუტატი საკუთარ Telegram არხზე წერს. 

დუბინსკის თქმით, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა მისთვის 2024 წლის 12 იანვრამდე წინასპარი პატიმრობის შეფარდების შესახებ.

დუბნსკის ასევე შეატყობინეს, რომ ის ეჭვმიტანილია უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში.

დუბინსკის წინააღმდეგ აღძრული საქმე დაადასტურეს უკრაინის პარლამენტის ანტიკორუფციული კომიტეტის პირველმა მოადგილემ, იაროსლავ იურჩიშინმა და დეპუტატმა ოლეკსი გონჩარეკომ. 

"დუბინსკიმ მიიღო წინასწარი შეტყობინება სახელმწიფო ღალატზე ეჭვმიტანილობის შესახებ. ის დღეს გაჩხრიკეს". – წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.

დუბინსკი წერს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე "დაფუძნებულია სახელმწიფო მაღალჩინოსნების ტყუილებზე". 

უკრაინის სპეციალური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ დაფინანსებული კრიმინალური ორგანიზაციის წევრი იყო. 

"რუსეთის პეციალური სამსახურის დავალებით, ორგანიზაცია აწყობდა ღონისძიებებს უკრაინის საერთაშორისო იმიჯის შესალახად, აშშ-სთან ურთიერთობის გასაფუჭებლად და უკრაინის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შესაჩერებლად". – წერის უკრაინის საგამოძიებო ბიურო.

ოლეკსანდრ დუბინსკი 2021 წელს პარტია ხალხის მსახურიდან გარიცხეს, მას შემდეგ, რაც აშშ-მ ის სანქცირებულთა სიაში შეიყვანა აშშ-ს არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობის გამო. მას შემდეგ, ის პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად აგრძელებდა მუშაობას.

კომენტარები