უკრაინაში დაღუპული ქართველები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ნიკა გელენიძე დაიღუპა - ინფორმაცია ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

"ცხედრის გამოსატანად დაიგეგმა რამდენიმე ოპერაცია, სამწუხაროდ, წარუმატებლად. ოპერაციის ბოლო ფაზამ კიდევ უფრო დაგვწყვიტა გული და კიდევ ერთი მსხვერპლი მოიტანა ჩვენს რიგებში... ჩვენ გავწმინდეთ მოწინააღმდეგის მტრის ძალისგან აღნიშნული ტრანშიები. გახსნეს საარტილერიო ცეცხლი და ამ საარტილერიო ცეცხლში მოყვა [ნიკა გელენიძე]". - ამბობს უკრაინაში გელენიძესთან ერთად მებრძოლი ქართველი ტვ პირველის ეთერში.

16 ნოემბერს უკრაინაში დონეცკში მიმდინარე ოპერაციისას სხვა ორი ქართველი მებრძოლი - რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილიც დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინაში მებრძოლმა ქართულმა ლეგიონმა გაავრცელა.

კომენტარები