პრეზიდენტის შეწყალება

წულუკიანი: სააკაშვილი ბუა, ბუას ძახილითაა დაკავებული, მაგრამ მე ბუა არ ვარ

გასაგებია, რომ სააკაშვილი ქალბატონ სალომეს ნამუსზე აგდებს და ბუა, ბუას ძახილით არის დაკავებული, მაგრამ მე ბუა არ ვარ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ექსპრეზიდენტის განცხადებებზე. მიხეილ სააკაშვილმა 20 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე ჩართვისას თქვა, რომ "ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით ჩემს შვილებს მამა დაუბრუნოს და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს". მანვე მიმართა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ "მათ ერთი სული აქვთ, როდის აღარ იქნებით პრეზიდენტი, მათ უკვე მომზადებული ჰყავთ წულუკიანი პრეზიდენტობაზე. წულუკიანი სჭირდებათ იმისათვის, რომ არასოდეს არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას, ჩემი ჩათვლით, რა თქმა უნდა".

კომენტარები