მიხეილ სააკაშვილის საქმე

პაპუაშვილი: სააკაშვილის შეწყალება მისი დანაშაულების მსხვერპლების დაცინვა იქნება

მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული დანაშაულებისთვის სასჯელს უკვე იხდის და ასევე, არის საქმეები, რომლებზეც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. გარდა ამისა, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დროს, საქართველოში ადამიანების წამებისა და ღირსების აყრის რეჟიმი შეიქმნა. ამიტომ, მისი საქმიანობის ნებისმიერი პოზიტიური შეფასება ქართველი ხალხის დაცინვაა. მისი შესაძლო შეწყალებაც ქართველი ხალხისა და სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლების დაცინვა იქნებოდა. სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, რომელ გზას აირჩევს. 

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით მის შვილებს მამა დაუბრუნოს.

კომენტარები